აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 338 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 338 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აზერბაიჯანის ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 11 329-ს აღწევს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ით ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.
განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 139-ს აღწევს. სულ გამოჯანმრთელდა 6 192 პაციენტი.