აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 209 გამოჯანმრთელდა, ოთხი პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი, 209 ინფიცირებული კი, გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
16 ივნისის მდგომარეობით, აზერბაიჯანში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 10 662 შემთხვევა, გარდაცვლილია 126 ადამიანი.
ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, 5 948-ს შეადგენს.
განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში ამჟამად 4 588 ადამიანი მკურნალობს.