აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 323 შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 323 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი, 228 პირი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
8 ივნისის მდგომარეობით, აზერბაიჯანში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 7 876 შემთხვევა, გარდაცვლილია 93 ადამიანი. ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4 377-ს შეადგენს.
განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში ამჟამად 3 406 ადამიანი მკურნალობს.