აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 3 942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 37 ინფიცირებული
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 3 942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 37 ინფიცირებული

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 3 942 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 37 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 48 912 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 129 544 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 1 470 ადამიანი.