აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2 266 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ინფიცირებული
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 266 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 194 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 24-ით გაიზარდა.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 24 827-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 520 068 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 486 426 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 939 კი გარდაიცვალა.