აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 131 შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 131 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 159 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი, გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
აზერბაიჯანში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 34 474 შემთხვევა. აქედან 32 201 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 509 ინფიცირებული.
ამჟამად, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 1 764-ს შეადგენს.