აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 391 ადამიანს დაუდასტურდა, ცხრა ადამიანი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 391 ადამიანს დაუდასტურდა.
აზერბაიჯანის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 28 633 შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო ერთ დღეში აზერბაიჯანში კორონავირუსს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში კი, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით 385 ადამიანი გარდაიცვალა.
აზერბაიჯანის ოპერატიული შტაბი გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში „კოვიდ 19“-სგან 504 ადამიანის განკურების შესახებ იუწყება.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანში სულ 20 443 პაციენტი გამოჯანმრთელდა.