აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 136 ადამიანს დაუდასტურდა, სამი ინფიცირებული კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 136 ადამიანს დაუდასტურდა, სამი ინფიცირებული კი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 136 ადამიანს დაუდასტურდა, სამი ინფიცირებული გარდაიცვალა, 71 კი გამოჯანმრთელდა.

შესაბამის მონაცემებს სააგენტო „ტრენდი“ აზერბაიჯანის მთავრობასთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსით სულ 3 274 ადამიანი დაავადდა, მათგან 2 015 გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა.

ამჟამად განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს 1 220 ინფიცირებული, მათგან 43-ის მდგომარეობა მძიმეა.