აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 119 ადამიანი დაინფიცირდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 119 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა.
შესაბამის მონაცემებს აზერბაიჯანული მედია მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 140 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 38 777 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 36 289 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 571 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამჟამად, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 1 917-ს შეადგენს.