აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 803 შემთხვევა დაფიქსირდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 803 შემთხვევა დაფიქსირდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 803 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 212 პაციენტი, ხოლო რვა გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერაციულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების 48 221 შემთხვევა, მათ შორის 40 831 გამოჯანმრთელდა, 656 კი გარდაიცვალა.

აქტიური შემთხვევების რიცხვი აზერბაიჯანში 6 734-ს აღწევს.