აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 772 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 39 პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 772 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 39 პაციენტი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან 3 048 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ვირუსის 215 483 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის „კოვიდ-19“-მა 2 538 ადამიანი სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყანაში ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 172 019-ს შეადგენს. აზერბაიჯანის მასშტაბით, კორონავირუსზე ტესტირება სულ 2 163 064 პირს ჩაუტარდა. ბოლო დღე-ღამეში კი ვირუსზე ტესტირება 9 052 ადამიანს ჩაუტარდა.