აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 201 ადამიანი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შვიდი პაციენტი გარდაიცვალა, 201 კი გამოჯანმრთელდა.
შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია აზერბაიჯანის მთავრობასთან მოქმედ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყნის მასშტაბით გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 8 462 პირს. ვირუსის გამოვლენის მიზნით ჯამში 2 671 613 ტესტია ჩატარებული.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსით 237 775 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 3 257 პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი 230 116-ს შეადგენს.