აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო რვა ადამიანი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო რვა ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებდიან დღემდე, ქვეყანაში სულ „კოვიდ-19“-ის 26 165 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 334 ადამიანი, ხოლო ვირუსისგან 17 256 პაციენტი განიკრუნა.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 8 575 ადამიანი მკურნალობს.