აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 4 323 შემთხვევა დაფიქსირდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 323 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 2 180 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა.
აზერბაიჯანში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია დაინფიცირების 142 323 შემთხვევა, მათ შორის 85 980 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 593 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.