აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1022 შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1022 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 480 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში დაფიქსირებულია დაინფიცირების 54 174 შემთხვევა, მათ შორის 42 996 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 718 დაიღუპა.