აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში ორი ადამიანი დაიღუპა.

25 სექტემბრის მონაცემებით, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 39 787 შემთხვევაა რეგისტრირებული, დაღუპულია 583 ადამიანი.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 1 812 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.