აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 064 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 32 პაციენტი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან 4 127 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ვირუსის 218 700 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის „კოვიდ-19“-მა 2 641 ადამიანი სიცოცხლე იმსხვერპლა.
ქვეყანაში ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 184 422-ს შეადგენს. აზერბაიჯანის მასშტაბით, კორონავირუსზე ტესტირება სულ 2 195 466 პირს ჩაუტარდა. ბოლო დღე-ღამეში კი ვირუსზე 10 219 ადამიანი გამოიკვლიეს.