აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 052 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 ინფიცირებული
აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 1 052 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 067 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 34 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 217 636 შემთხვევა, მათ შორის 180 295 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 609 პირი გარდაიცვალა.
ქვეყანაში აქტიური შემთხვევების რიცხვი 34 732 -ს აღწევს.