აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 3 712 ადამიანი დაინფიცირდა, 35 პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 712 შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 35 ადამინი გარდაიცვალა, ხოლო 1 359 გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ვირუსის 109 813 შემთხვევა დადასტურებული, მათ შორის 69 931 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 291 პაციენტი კი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რიცხვი 38 591-ს აღწევს.