აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 141 ადამიანი დაინფიცირდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს აზერბაიჯანული მედია მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 151 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 38 658 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 36 149 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 569 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამჟამად, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 1 940-ს შეადგენს.