აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 080 ადამიანი დაინფიცირდა, 20 პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 080 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 20 275 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 323 841 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 4 617 პაციენტი გარდაიცვალა.