აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 309 პაციენტი გამოჯანმრთელდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 309 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 10 453 ტესტი ჩატარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 241 651 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 231 370 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 298 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 6 983-ს შეადგენს.