აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 904 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 13 პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 904 შემთხვევა გამოვლინდა, 1 196 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 13 პაციენტი.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
8 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 490 130 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 470 861 პაციენტი გამოჯანმრთელდა.