აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 799 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 26 პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 799 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 383 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 26 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 9 364 ადამიანს ჩაუტარდა. ჯამში კი ვირუსის გამოსავლენად ქვეყნის მასშტაბით 2 23 993 ტესტი გაკეთდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 222 200 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 201 596 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 818 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 17 786-ს შეადგენს.