აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 740 შემთხვევა გამოვლინდა, 22 პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 442 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 22-ით გაიზარდა.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
20 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 30 595-ს შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 473 459 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 436 537 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 327 კი გარდაიცვალა.