აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 733 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 265 ინფიცირებული
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 733 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 265 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, რვა პაციენტი კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 10 470 ტესტი ჩატარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 239 692 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 230 726 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 276 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 5 690-ს შეადგენს.