აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 714 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შვიდი პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 714 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შვიდი პაციენტი კი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 5 503 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 46 593 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 642 პაციენტი გარდაიცვალა, 40 448 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.