აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 633 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 682 პაციენტი გამოჯანმრთელდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 633 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 682 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 21 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 224 050 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 207 088 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 890 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 14 072-ს აღწევს.