აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 590 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა შვიდი პაციენტი
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 590-ით გაიზარდა და 14 305-ს მიაღწია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს შვიდი პაციენტი ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა საერთო ოდენობამ 174 შეადგინა.
ინფიცირებულთა ნახევარმა ვირუსი უკვე დაძლია, ექვსი ათასამდე ადამიანი კი მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს.