აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 579 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 პაციენტი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 579 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 276 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 225 346 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 210 798 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 941 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 7 898-ს აღწევს.