აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რვა პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რვა პაციენტი კი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რვა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია მინისტრთა კაბინეტთან მოქმედ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში ზედიზედ მეექვსე დღეა, ვირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი 500-ს აჭარბებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან განიკურნა 343 ადამიანი. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში ვირუსი დაუდასტურდა სულ 16 968 ადამიანს. მათგან 206 გარდაიცვალა, 9369 განიკურნა. 7393 პაციენტი მკურნალობას განაგრძობს.