აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ექვსი ადამიანი. ასევე, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისგან 355 ადამიანი განიკურნა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 15 890 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 193 ადამიანი.
აზერბაიჯანის საავადმყოფოებში ამ დროისთვის 6 978 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.