აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 44 პაციენტს დაუდგინდა. ამასთან, ვირუსის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 74 კი – გამოჯანმრთელდა. შესაბამის მონაცემებს აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი” მთავრობასთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
შტაბის ცნობით, გარდაცვლილს, 1963 წელს დაბადებულ პირს თანხმლები დაავადებები ჰქონდა, მათ შორის დიაბეტი და თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემა.
აზერბაიჯანში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 1 480 შემთხვევა. აქედან გამოჯანმრთელდა 865 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 20 ინფიცირებული.
ამჟამად, საავადმყოფოებში მკურნალობას 595 ადამიანი აგრძელებს, მათგან 14-ის მდგომარეობა მძიმეა.