აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 412 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა შვიდი ადამიანი
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 412 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით გარდაიცვალა შვიდი ადამიანი. ინფორმაციას მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის საავადმყოფოები 631-მა პაციენტმა დატოვა. ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 6 555 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 30 858 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 430 ადამიანი.