აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 30 446-ს მიაღწია.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში გარდაცვლილია 423 ადამიანი. მკურნალობას განაგრძობს შვიდი ათასამდე პაციენტი.