აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 391 შემთხვევა გამოვლინდა, 11 პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 391 შემთხვევა გამოვლინდა, 835 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 11 პაციენტი.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
4 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 486 378 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 465 446 პაციენტი გამოჯანმრთელდა.