აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 38-ით გაიზარდა და 1436 შეადგინა. გარდაცვლილია სულ 19 ადამიანი.
„კოვიდ 19“-ისგან აზერბაიჯანში უკვე განიკურნა 800-მდე პაციენტი.
ამ დროისთვის, საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს 626 ადამიანი. მათ შორის 16-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 23-ის მძიმე, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი სტაბილურად არის შეფასებული.