აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 349 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 349 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 349 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 494 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში  ჩატარდა 7 231 ტესტი. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 226 549 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 213 773 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 983 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 9 793-ს აღწევს.