აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 336 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 336 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი, 183 პირი კი, გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
12 ივნისის მდგომარეობით, აზერბაიჯანში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 9 218 შემთხვევა, გარდაცვლილია 113 ადამიანი. ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, 5 113-ს შეადგენს.
განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში ამჟამად 3 992 ადამიანი მკურნალობს.