აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი, 229 პირი კი, გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
9 ივნისის მდგომარეობით, აზერბაიჯანში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 8 191 შემთხვევა, გარდაცვლილია 98 ადამიანი. ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, 4 606-ს შეადგენს.
განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში ამჟამად 3 487 ადამიანი მკურნალობს.