აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 794 შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 794 შემთხვევა გამოვლინდა, 2 216 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 33 პაციენტი.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
25 აგვისტოს მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 401 828 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 350 670 პაციენტი გამოჯანმრთელდა.