აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 42 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, შტაბის ცნობით, ქვეყანაში დღე-ღამეში კორონავირუსისგან 4 210 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 199 127 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 135 462 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 175 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 61 490-ს შეადგენს.