აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 583 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 583 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 583 შემთხვევა გამოვლინდა, 1 644 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

24 აგვისტოს მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 398 034 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 348 454 პაციენტი გამოჯანმრთელდა.