აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 280 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 632 ინფიცირებული
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 280 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 632 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 11 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 6 144 ტესტი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 228 526 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 219 019 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 064 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 6 443-ს შეადგენს.