აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 242 შემთხვევა გამოვლინდა, 392 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 242 შემთხვევა გამოვლინდა, 392 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხუთი კი, გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 10 254 ტესტი ჩატარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 333 559 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 323 198 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 896 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 5 465-ს შეადგენს.