აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 597 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 23 პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 597 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 23 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ინფორმაციას აზრბაიჯანული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყანაში 23 476 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 83 994 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 053 პაციენტი გარდაიცვალა.