აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 595 შემთხვევა გამოვლინდა, 1 073 პაციენტი გამოჯანმრთელდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 595 შემთხვევა გამოვლინდა, 1 073 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 37 კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 14 593 ტესტი ჩატარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 276 464 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 244 540 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 780 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 28 144-ს შეადგენს.