აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 440 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 440 შემთხვევა გამოვლინდა, 2 060 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 13 794 ტესტი ჩატარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 542 150 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 503 524 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 208 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 31 418-ს შეადგენს.