აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 372 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 372 შემთხვევა გამოვლინდა, 4 211 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 34 პაციენტი.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 457 416 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 405 511 პაციენტი გამოჯანმრთელდა.