აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 284 შემთხვევა გამოვლინდა, 41 პაციენტი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 284 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 41 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყანაში დღე-ღამეში კორონავირუსისგან 4 392 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 205 877 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 147 199 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 294 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 56 384-ს შეადგენს.